ისტორია

წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. სახელწოდება "ზესტაფონი", გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს ზედა ფონისაგან (მდ. ყვირილაზე). XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი - ყვირილის პოსტი და ზესტაფონსაც ყვირილა დაერქვა. თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ აქ ვაგზლის შენობა ააშენეს, იმატა მოსახლეობამ. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს.
                                          ყვირილა
XX საუკუნის 20-იან წლებში მცირე ხნის მანძილზე ქალაქი ატარებდა რევოლუციონერ ჯუღელის სახელს და შემდეგ დაიბრუნა ისტორიული სახელწოდება. ზესტაფონის ზრდა დაკავშირებულია ფეროშენადნობთა ქარხანასთან. საწარმოს ამუშავებამ ქალაქი აქცია საქართველოს ერთ-ერთ ინდუსტრიალურ ცენტრად. დღესდღეობით ზესტაფონში ცხოვრობს 24 158 მცხოვრები[3].

გეოგრაფია

მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 160 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 183 კმ (რკინიგზით). ზესტაფონი რამდენიმე უბნად იყოფა.

ლეგენდის თანახმად ზესტაფონის მიდამოები ტყეებითა და ჭაობებით იყო დაფარული. მოსახლეობა სახლების მშენებლობისას სახურავისთვის ყავარს აკეთებდა, შესაბამისად ერთ-ერთ უბანს "საყავრია" შეარქვეს

მოსახლეობა 24,2 ათასი (2002 წ.). ზესტაფონში არის სამრეწველო საწარმოები (აღსანიშნავია ფეროშენადნობთა ქარხანა), ქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და რკინიგზის ხაზი ხაშური-სამტრედიის მონაკვეთზე. ქალაქში არის რკინიგზის სადგური. ამჟამად შენდება რკინიგზის სადგურის ახალი შენობა. მდინარე ყვირილაზე აგებულია კაშხალი
                                 ზესტაფონის რუკა

საზოგადოებრივი სფერო


ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ზესტაფონში
ქალაქში არის ჯანდაცვის დაწეებულებები, მათ შორის რამდენიმე სტომატოლოგიური კაბინეტი, 4 საავადმყოფო, ბავშვთა პოლიკლინიკა, სამშობიარო სახლი, ფსიქონევროლოგიური, დერმატო-ვენეროლოგიური და ტუბდისპანსერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრი, სადეზინფექციო განყოფილება, 2 თერაპიული კაბინეტი.
ზესტაფონში არის ზესტაფონის რაიონული სასამართლო, რომლის იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონისთერჯოლისა და ხარაგაულისმუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.

კულტურა

ქალაქში მოქმედებს თეატრი და მუზეუმი. ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1968 წელს. მასში დაცულია 8 500 ექსპონატი: ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს-ის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალა.[4]. ზესტაფონში ასევე არის ეროვნული გალერეის ფილიალი: ზესტაფონის სურათების გალერეა.

                                                                   ზესტაფონის მუზეუმის ექსპონატები






































სპორტი


ქალაქს ჰყავს საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი, მისი საშინაო არენაა დავით აბაშიძის სტადიონი. "ზესტაფონი" რეგურალურად ასპარეზობს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და მოპოვებული აქვს საქართველოს თასი.
                                         სპორტის სასახლე
                                            ზესტაფონის სტადიონი

რელიგია

ზესტაფონში არის მარგვეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში არის 4 მართლმადიდებლური ტაძარი: წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა იოანესა და ღვთისმშობლის სახელობის.

                                   ღვთისმშობლის სახელობის

ფუთი — სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან 320 მეტრიზესტაფონიდან 9 კილომეტრი2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2212 ადამიანი.
სოფელში არის საჯარო სკოლა.[2] სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია VIII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და XII საუკუნის ციხე დარბაზი.
                                             სოფელი ფუთი
ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში ახალი სკოლა აშენდა.  ახლადაშენებული სკოლა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

სკოლის მშენებლობა სოფელ ფუთში 2010 წელს დაიწყო და ერთი თვის წინ დასრულდა. 250 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლა  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი.  პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში მოწყობილია საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; სკოლაში  ფუნქციონირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა. ახალ სასწავლო წელს ფუთის საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელმა პრეზიდენტისგან საჩუქრად ნეტ-ბუკი მიიღო.

სკოლის ძველი შენობა ფუთში გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მიწისძვრის შედეგად შენობა  ავარიული გახდა. ამის გამო სამი წლის განმავლობაში სკოლა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში იყო განთავსებული. 150 მოსწავლეს არასტანდარტულ, არაკომფორტულ და არასაგანმანათლებლო  გარემოში უწევდა სწავლა. 

ამორტიზირებული შენობის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფუთში ახალი სკოლის მშენებლობა გადაწყვიტა. თანადაფინანსების პრინციპით განხორციელებულ პროექტში 650 ათასი ლარი დაიხარჯა. სკოლის მშენებლობისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან, რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ზესტაფონის რაიონის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყო. სოფელ ფუთის ახალ სკოლაში ამჟამად 215 მოსწავლე სწავლობს.

პიროვნებები

სოფელში დაიბადა ცნობილი ქართველი მსახიობი უშანგი ჩხეიძე.
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა:                                                                                                                                          სახლ–მუზეუმში დაცულია 250 ექსპონატი. მემორიალურ ბინა-მუზეუმში ექსპონირებულია მსახიობის პირადი ნივთები, სასცენო კოსტუმები, მის მიერ განსახიერებული როლებისა და ცხოვრების ამსახველი მრავალფეროვანი ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი. მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11-დან 17 საათამდე. მუზეუმში შესვლა უფასოა. მუზეუმში მოქმედებს უშანგი ჩხეიძისადმი მიძღვნილი მუდმივი ექსპოზიცია.


No comments:

Post a Comment