Sunday, November 3, 2013


ფეროშენადნობთა ქარხნის დაარსება

1924 წელს ეროვნული ეკონომიკის საკავშირო საბჭოსთან შექმნილმა კომიტეტმა დაიწყო საქართველოში ფეროშენადნობთა წარმოების დასაწყებად შესაძლებელი პირობების შესწავლა. 1925 წლის ზაფხულში, კომიტეტმა ხელისუფლებას ანგარიში წარუდგინა, საკავშირო საბჭომ ფეროშენადნობთა ქარხნის ასაშენებელ ადგილად ზესტაფონი აირჩია. ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობა აქ ძირითადად ორი ფაქტორით იყო განპირობებული — ჭიათურის მანგანუმის საბადოსთან მეზობლობა და სიახლოვე მაგისტრალურ გზებთან და პორტებთან.

ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 1930 წელს თბილისში აშენებული საცდელი ქარხნაა, რომლის დირექტორადაც გიორგი ნიკოლაძე დაინიშნა. ქარხანა დღემდე მისი სახელობისაა. ფლუსის მეთოდზე დაყრდნობით საცდელმა ქარხანამ შეიმუშავა ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ფერომანგანუმის წარმოებისათვის აუცილებელი ტექნოლოგია. გარდა ამისა, ქარხანამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალი ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელთა მომზადების საქმეში.

განვითარება

1937 წლის ბოლოსათვის ქარხანამ 11 სახეობის ფეროშენადნობი გამოუშვა და ფერომანგანუმის ქარხანა ფეროშენადნობთა ქარხანად ტრანსფორმირდა.
იმ პერიოდში გამოშვებული შენადნობების ჩამონათვალში შედიოდა ნახშირბადის მაღალი, საშუალო და დაბალი შემცველობის შენადნობები, სილიკომანგანუმი, 45% და 75%-იანი ფეროსილიციუმი, ალუმინთერმული ლითონის მანგანუმი, ფერომოლიბდენიკალციუმკარბიდი, ალუმინთერმული მეტალის ქრომი და სილიკოკალციუმი. სწორედ ფეროსილიციუმის წარმოების წყალობით, დაიწყო ქალცედონის მოპოვება აჯამეთში 1937 წელს და აშენდა სარკინიგზო განტოტება აჯამეთიდან რიონის სადგურამდე.

1950-1960 წლებში სწრაფი ტემპებით შენდებოდა ახალი საამქროები ძირითადი და მეორადი წარმოებისათვის, რამაც ხელი შეუწყო მანგანუმის ფეროშენადნობთა წარმოების მოცულობის ზრდას. 1955 წელს ამოქმედდა #2 საამქრო. ის აღჭურვილი იყო რაფინირებისათვის აუცილებელი 1500 კვტ. სიმძლავრის ექვსი ელექტრო ღუმელით. მომდევნო წელს საამქროს კიდევ სამი ელექტრო ღუმელი დაემატა.
1958 წლის თებერვალში ამოქმედდა #3 საამქროს პირველი ფაზა. საამქროს დანადგარების ჩამონათვალში შედიოდა 112 ელექტროლიზის აბაზანა. მათი მეშვეობით ხორციელდებოდა ლითონის მანგანუმის წარმოება მარილების წყალხსნარის ელექტროლიზის გზით. 1961 წლის მიწურულს დამონტაჟდა ელექტროლიზერების კიდევ სამი სერია.
1964 წლის მაისში ამოქმედდა #4 საამქროს ორი PK3-16, 5 ღუმელი (თითოეული 16,500 კვტ. სიმძლავრის), რომელიც უზრუნველყოფდა დახურულ სივრცეში მუშაობის სრულ მექანიზაციას და გაცილებით უკეთეს შრომის პირობებს. 1965 წლის იანვარ-აპრილში ამოქმედდა მეორე ფაზა და ამუშავდა სამი ღუმელი. 1966 წლის იანვარ-თებერვალში ამუშავდა მესამე ფაზის დამატებითი სამი ღუმელი.
მრავალი წლის მანძილზე ხორციელდებოდა ახალი შენადნობების, კერძოდ კი, სილიციუმის დაბალი და ნახშირბადის მაღალი შემცველობის მქონე ფერომანგანუმის და ქრომმანგანუმის შენადნობის წარმოების ტექნოლოგიის ათვისება. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული მეტალურგიის ინსტიტუტთან ერთად შემუშავდა მთელი რიგი ისეთი კომპლექსური განმჟანგავები და შენადნობები, როგორებიცაა: სილიციუმ-მანგანუმ-კალციუმი (SMC), სილიციუმ-მანგანუმ-კალციუმ-ალუმინი (SMCA), სილიციუმ-მანგანუმ-კალციუმ-ალუმინი-Mg, სილიციუმ-კალციუმ-ალუმინი (SCA), სილიციუმ-ქრომ-კალციუმი (SChC), სილიციუმ-ბარიუმ-კალციუმი (CBC) და ა.შ. ეს შენადნობები სრულად აკმაყოფილებს ფოლადის წარმოებისათვის აუცილებელ მოთხოვნებს.
ქარხნის ადმინისტრაცია დიდ ყურადღებას უთმობდა დაბალი ხარისხისა და წვრილ-მარცვლოვანი მანგანუმის ნედლეულის უტილიზაციას. ამ მიზნით, 1959 წელს აშენდა ახალი შენობა ნედლეულის მოსამზადებელი განყოფილებისათვის, რომელიც ქარხნის ცენტრალური ლაბორატორიის შემადგენლობაში შევიდა. აქ მოისინჯა წვრილ-მარცვლოვანი მადანის აგლომერაციის თითქმის ყველა არსებული საწარმოო საშუალება, მათ შორის, შეცხობა, მოდულაცია, ბრიკეტირება და კოქსვადი ნახშირის გამოყენებით საკაზმე მასალის გაერთიანებული აგლომერაციის მეთოდი (მონოკაზმის მეთოდი).
შედეგად, 1976 წელს დაინერგა დაბრიკეტირების მოწყობილობა ორი იმპორტირებული დასაბრიკეტებელი წნეხის საფუძველზე, რომლის უნარიანობაც 300 000 ტონა ბრიკეტს შეადგენდა. 1979 წელს აშენდა სააგლომერაციო ფაბრიკა. (წარმოების მაღალი ღირებულების გამო სამუშაოები იქ აღარ მიმდინარეობს).
გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ძირითადი საწარმო ობიექტების რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია. #1 საამქრო სრულად რეკონსტრუირდა – გაუქმებული იქნა სამი ღუმელი, ხოლო დანარჩენი შეიცვალა. ამავე საამქროში მექანიზებულ იქნა კაზმის ჩატვირთვის სისტემა. მიღებულ იქნა ზომები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების შესაცვლელად.
80-იან წლებშივე დაიწყო რგოლური ღუმელის მშენებლობა და მონტაჟი ტყიბულის ნახშირის პროდუქციის თერმული დამუშავებისათვის. ამავე პერიოდში დაიწყო სპეციალური კოქსის წარმოება (წელიწადში 110 000 ტონა). #1 საამქროში აიგო საცდელი კონვერტერი ნახშირბადის საშუალო შემცველობის ფერომანგანუმის საწარმოებლად ნახშირბადის მაღალი შემცველობის მქონე თხევადი ფერომანგანუმის ჟანგბადით გაქრევის გზით. #4 საამქროში მოდერნიზებული იქნა მოწყობილობა კოქსწვრილების დანაწილებისა და სორტირებისათვის აღმდგენის გაპასიურების გამოყენებით, მისი ზედაპირის მშრალი აირსაწმენდების მტვერით დაფარვის გზით თეფშა გრანულატორზე.

პოსტსაბჭოთა პერიოდი

90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ქარხანას. ყოფილი სსრკ-ს სუბიექტებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტამ გამოიწვია ნედლეულისა და აუცილებელი მასალების მიწოდების შემცირება. ყოველივე ამას დაემატა ენერგოკრიზისი, რამაც შექმნა ძირითადი საწარმო დანადგარების მუშაობის შეწყვეტის საშიშროება. ნელ-ნელა ეცემოდა წარმოების ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლები. შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა #3, და #5 საამქროები (ეს საამქროები 1992 წელს #4 საამქროს შემადგენლობაში შევიდა).
ასეთ პირობებში დაინერგა კალციუმის კარბიდის წარმოების ტექნოლოგია 11,15 მვა სიმძლავრის ღუმელში, კირქვისა და კოქსის გამოყენებით. დაიწყო ფოსფორის დაბალი შემცველობის მქონე მანგანუმის წიდის მიღება 5,0 მვა სიმძლავრის ელექტროღუმელებში, ელექტროლიტური მანგანუმისა და სხვა ნარჩენების დანაყილი ლექის გამოყენებით. დაიწყო ნახშირის ბრიკეტების წარმოება მოსახლეობისათვის (ეს საამქრო არ მუშაობს); აგრეთვე, დაინერგა სილიკომანგანუმის ნაყარის წიდისაგან მანგანუმის რეექსტრაგირების ტექნოლოგია.
1993 წელს #4 საამქროში დამონტაჟდა სამსხვრევ-მახარისხებელი დანადგარი ფეროშენადნობების 0-11მმ, 10-20მმ, 20-50მმ, 50-100მმ ფრაქციებად დანაწევრების მიზნით. ამ მოწყობილობის დამონტაჟების შედეგად ამაღლდა ფეროშენადნობთა ხარისხი

გარემოს დაბინძურება

 

    ატმოსფეროს გაჭუჭყიანების ძირითადი წყაროებია : მტვერი, ნახშირორჟანგი, აზოტის ორჟანგი, გოგირდის აირი.ატმოსფეროს გაჭუჭყიანება შეისწავლებოდა დიდ ქალაქებში , თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში.
    აღმოჩნდა, რომ ბათუმი ყველაზე სუფთა,ხოლო რუსთავი კი შედარებით სუფთა ქალაქია. საპირისპირო სურათი იყო ზესტაფონში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მხოლოდ ერთი მსხვილი საწარმოა ჰაერის გაჭუჭყიანება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს აღწევს. ყველაზე დიდი გაჭუჭყიანება აღინიშნება ივლისში
დროთა განმავლობაში, ელექტრო ღუმელების სიმძლავრეთა ზრდის და დაბალი ხარისხის მანგანუმის მადნის გამოყენების გამო, ქარხანა გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ წყაროდ გადაქცია. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, 1975 წელს #1 საამქროში დამონტაჟდა აირსაწმენდი, რომელიც საამქროში დაგროვილი მტვრის 99,5%-ზე მეტის შეგროვების საშუალებას იძლეოდა. 1976-1980 წლებში #5 საამქროში მწყობრში შევიდა ახალი აირსაწმენდი. 1983 წელს დამონტაჟდა აირსაწმენდი #4 საამქროს ღუმელებისათვის, რომელმაც გააუქმა მტვერის ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ყველაზე დიდი წყარო. 1989 წელს ამოქმედდა #2 საამქროს აირსაწმენდის პირველი ფაზა, რომელმაც უზრუნველყო ატმოსფეროში გამოფრქვევადი მტვერის ნარჩენების 90%-ის შეგროვება.  


ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორია გუშინ, 4 ნოემბერს, ყვითელ კვამლში იყო გახვეული. კვამლი მე-4 საამქროდან ამოდიოდა. გარემოსდამცველების განცხადებით აღნიშნულ საამქროს ფილტრები არა აქვს, რაც ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მიზეზი ხდება.
„კვირაში სამჯერ-ოთხჯერ ასეთი მდგომარეობაა. არის ასეთი საუბარი, გამოსწორდება და აღარ იქნებაო. როდესაც არის კვამლი, მერე სუნიც დგება,“ - ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ზესტაფონში მცხოვრები გელა ჯუღელი. 

მოსახლეობის განცხადებით, კვამლი ყოველ ღამე დგება, დილით კი ცა ყვითელი ნისლით არის დაფარული.

„მოგვწამლეს, მოგვშხამეს და რა ვიცი. ყოველდღე ასეა, დილა-საღამოს. ამოდის კვამლი და იწამლება ხალხი,“ - ამბობს თენგიზ კაპანაძე. 
„კვირაში სამჯერ-ოთხჯერ ასეთი მდგომარეობაა. არის ასეთი საუბარი, გამოსწორდება და აღარ იქნებაო. როდესაც არის კვამლი, მერე სუნიც დგება,“ - ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ზესტაფონში მცხოვრები გელა ჯუღელი. 

მოსახლეობის განცხადებით, კვამლი ყოველ ღამე დგება, დილით კი ცა ყვითელი ნისლით არის დაფარული.

„მოგვწამლეს, მოგვშხამეს და რა ვიცი. ყოველდღე ასეა, დილა-საღამოს. ამოდის კვამლი და იწამლება ხალხი,“ - ამბობს თენგიზ კაპანაძე. 


"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ფეროშენადნობთა ქარხანას ფლობს, დაჯარიმდა, მეოთხე საამქროზე ფილტრები მაინც არ დააყენა. 

„მეოთხე საამქროს არა აქვს არანაირი ფილტრი. ხდება მავნე ნივთიერებების ზალპურად გაშვება ჰაერში. ქარხნის მესვეურები გვპირდებოდნენ, რომ ფილტრები ექნებოდათ. გარემოს დაცვის სამინისტრომ ფერო დააჯარიმა 10 ათასი ლარით ამ ზალპური გაშვებების გამო. დაპირდნენ, რომ ფილტრებს დავაყენებთო, მაგრამ არ გააკეთეს. აუცილებლად უნდა ჩაატარონ გარემოსდაცვითი აუდიტი,“ - აცხადებს ნინო ჩხობაძე.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „ჯორჯიან მანგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაკა კვარაცხელიას. მისი განცხადებით, ის ამჟამად ჭიათურაში იმყოფება, ფეროში არსებულ სიტუაციას კი არ იცნობს. კომენტარს კი სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გააკეთებს.

http://netgazeti.ge/GE/105/News/14343

    ჩვენი აზრით, სამრეწველო ქარხანა საერთოდ არ უნდა იყოს აგებული ხალხმრავალ, დასახლებულ ადგილებში. მოსახლეობისგან მოშორებით, გარეუბნებში უნდა აიგოს, მაგრამ რადგანაც ეს პროცესი არ არის დაცული ფეროშენადნობთა ქარხნის აგების დროს. ჩვენ შეგვიძლია შმოგთავაზოთ ატმოსფეროს დაბიძურების შენელების გადაჭრის გზები:


  1. გავასუფთაოთ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან, რომელიც საზიანოა ადამიანისათვის.
  2. მოხდეს წიდის კიდევ გადამუშავება, გავაშენოთ მწვანე საფარი რაიონის მთელ ტერიტორიაზე.
  3. საამქროებში დამონტაჟდეს აირგამწმენდი ფილტრები, რომელიც უნდა იცვლებოდეს პერიოდულად.

                                                                           გამოყენებული ლიტერატურა:


  1. საქართველოს გეოგრაფია. ბერუჩაშვილი , ელიზბარაშვილი.
  2. ზესტაფონი. გივი ჯაოშვილი.
  3. მოგზაურობა საქართველოს რუკაზე. ო. პეტრიაშვილი
  4. ზესტაფონის ეთნოგრაფიული მუზეუმის სტატისტიკური მონაცემები.
  5. სოციალური გამოკითხვა.
  6. ინტერნეტ  საიტები: google.ge  : wikipedia.org 

                                                                       თემაზე მუშაობდნენ:
  1. ჩიტორელიძე სალომე, მე-11 კლასი, 568934521
  2. ტატო ჯოხაძე, მე-10 კლასი, 551772095
  3. მანანა ქათამაძე, მე-8 კლასი, 555183777
  4. მარიამ სარალიძე, მე-9 კლასი, 595415820
  5. ნინო ქვათაძე, მე-9 კლასი

No comments:

Post a Comment